IOC-მა ჩრდილოეთ მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი აღიარა

29 მარტი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ მაკედონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელის შეცვლა აღიარა.

იანვარში მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის ჩრდილოეთ მაკედონიად გადარქმევა დააკანონა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა 27-წლიანი დავა მაკედონიასა და საბერძნეთს შორის იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ საბერძნეთი მაკედონიას ტერიტორიულ ამბიციებში ადანაშაულებდა. ათენი მიიჩნევდა, რომ სახელი მის რეგიონს -მაკედონიას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ ადრე ქვეყნის მთავარი ოლიმპიური ორგანიზაცია იწოდებოდა როგორც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი, დღეს კი იწოდება, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი.