სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები (ASMC) დასრულების ფაზაშია

02 აპრილი 2019

დღეს, 2 აპრილს ოლიმპიურმა კომიტეტმა უმასპინძლა სოკ-ის ეგიდით მიმდინარე მენეჯმენტის კურსების მე-3 სემინარს,

მენეჯმენტის კურსები ფინალურ ფაზაში შევიდა და ყველა მონაწილე მოსმენილი სრული კურსის საფუძველზე აქტიურად მუშაობს კონკრეტულ კვლევით თემაზე მათი სპორტული ორგანიზაციისთვის აქტუალური საკითხების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე კურსების მონაწილეებმა კვლავ მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში განხილულ თემებზე, რომლებიც ოლიმპიური კომიტეტის გამოცდილმა ექსპერტებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს სემინარის მოთხოვნების შესაბამისად. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორია აქტიურად მონაწილეობდა კონკრეტული საკითხის გარშემო წამოჭრილ დისკუსიაში. 

სეოკ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა სემინარის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ოლიმპიური მოძრაობის ყველაზე აქტუალური თემების შესახებ.

კურსდამთავრებულების თემები შეფასდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და მათ გადაეცემათ სოკ-ის დიპლომები.