ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების თილისმები წარმოადგინეს

03 აპრილი 2019

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა XXXII თამაშების სახეობების და დისციპლინების თილისმები წარმოადგინა. ყოველი თილისმა  ტოკიოს თამაშების ოლიმპიური პროგრამის 33 სახეობიდან თითოეულს ასახავს.

ტოკიო-2020-ის თილისმებს სხვადასხვაგვარად გამოიყენებენ. მათ შორის, ეს თილისმები დაამშვენებენ ლიცენზირებულ სუვენირებს და ყველა იმ საქონელს, რომლებსაც ტოკიო-2020-ის მხარდაჭერა ექნებათ.