საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

06 აპრილი 2019

დღეს, 6 აპრილს  ვაკის პარკში გაიმართა სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. სპორტის დღის ფარგლებში, მოეწყო სპორტული ავტომობილების გამოფენა. ღონისძიება, რომლის დევიზი იყო „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით ჩატარდა.

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

საქართველო წელს მეექვსედ შეუერთდა გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველომ მონაწილეობა მიიღო „თეთრი ბარათის" - #WhiteCard-ის კამპანიაში.