ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა

08 აპრილი 2019

შოთა მიშველიძემ (61 კგ), რომელიც ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონის რანგში წარსდგა, აკვრაში ბოლო ცდაზე ყველა მეტოქე ჩამოიტოვა.  გულშემატკივართა შეძახილებით დამუხტულმა მიშველიძემ 156 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურ, რაც ჩემპიონატის მეორე დღის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი იყო.

მიშველიძეს ატაცში და ორჭიდში სამეულში შესასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. ატაცში 125 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდში 281 კილოგრამს მოუყარა თავი.

124 კილოგრამით ატაცში მეექვსე შედეგი ჰქონდა ნაკრების კიდევ ერთ წევრს რამინ შამილიშვილს. ნაკრების გამოცდილმა წევრმა აკვრაში 152 კილოგრამი დაიმორჩილა და მეხუთე იყო. ასევე მეხუთე ადგილი ერგო ორჭიდის ჯამშიც - 276 კგ.