გოგა ჩხეიძემ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლები შემატა

08 აპრილი 2019

ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში 169 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით კი ბრინჯაო დაისაკუთრა. გარდა ამისა, ატაცში მესამე მისვლაზე 139 კილოგრამის დამორჩილებით 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. მოგვიანებით, ასევე რეკორდები დაამყარა როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში, შესაბამისად 169 და 308 კილოგრამებით.

ჯამური 312 კილოგრამით, ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა ფრანგმა ბერნარდ კინგ მატამმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი - 311 კგ.

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლებთან ერთად ასევე თამაშდება სალიცენზიო ქულები ოლიმპიურ წონით კატეგორიებში.  67 კგ წონა სწორედ ოლიმპიურ კატეგორიაში შედის.