თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

09 აპრილი 2019

ბუქარესტში დაწყებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა ორი მოიპოვა.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუს ანდრეი კარპაჩს 7:1 მოუგო, ხოლო ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდავეთის წარმომადგენელი ნიკოლაი ჩებანი 3:0 დაამარცხა.