თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით და გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულეს

10 აპრილი 2019

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი 4 მედლით გაიზარდა. აქედან ორი, შესაძლოა, უმაღლესი სინჯის ყოფილიყო, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდნენ ბექა ლომთაძე (61 კგ) და მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.

ლომთაძე ფინალში სომეხ არსენ ჰარუთუნიანთან მეტად უხვქულიან შეხვედრაში 11:17 დამარცხდა, ხოლო პეტრიაშვილმა თურქ ტაჰა აკგულთან ქულის აუღებლად - 0:7 წააგო.

ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ასპარეზობა ავთანდილ კენჭაძემ (96 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ).

ერთი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ).

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 104 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველზე 162 ქულით რუსეთი გავიდა, მეორეზე - თურქეთი (156), მესამეზე - აზერბაიჯანი (145).