ბათუმის ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი 2 მედლით გაიზარდა

12 აპრილი 2019

ნატურალიზებულმა უკრაინელმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ, რომლის დებიუტიც საქართველოს ნაკრებში შარშან პოლონეთის ზამოსცში 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შედგა, აჯერად, ბათუმში 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 173 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ანტონმა ჯამური 377 კილოგრამით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა ორჭიდშიც.

96 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ევროპის არაერთი ასაკობრივი რეკორდიც დაემხო. მათ შორის იყო 23-წლამდელებში პლესნოის მიერ დამყარებული რეკორდიც.
ატაცში (178 კგ), აკვრაში (222 კგ) და ორჭიდში (400 კგ) საუკეთესო  იყო ბელარუსი ძალოსანი ევგენი ტიხანცოვი. მეორე საფეხური დაიკავა რუსმა ეგორ კლიმონოვმა (378 კგ).

აღსანიშნავია, რომ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულები თამაშდება. შესაბამისად, პლესნოიმ ტოკიოსკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.