სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ჯამლეტ ხუხაშვილი ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა

15 აპრილი 2019

14 აპრილს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში  გაიმართა სახელოვანი სპორტული კომენტატორის და მრავალმხრივ მოღვაწის - ჯამლეტ ხუხაშვილ  75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.  ბატონი ჯამლეტი ნახევარ საუკუნეზე მეტია მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას. 

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართული სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მეგობრობის განსამტკიცებლად გაწეული ღვაწლისთვის ჯამლეტ ხუხაშვილი  დააჯილდოვა ოლიმპიური ორდენით.