ლოზანაში სპორტში გენდერული თანასწორობის ფორუმს უმასპინძლეს

16 აპრილი 2019

ლოზანაში, გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ მეოთხე ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ოლიმპიურ მოძრაობაში გენდერული თანასწორობის დამყარების საერთო მიზნისკენ.

საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლებმა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რჩევების ეფექტურად შესრულების საკითხი განიხილეს,   იდეებიც გაცვალა და სხვა თემებზეც იმსჯელეს.

ფორუმზე განხილული ძირითადი თემები იყო: ფინანსების განაწილება, მექანიზმები, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების რაოდენობის გაზრდა, მმართველობა, ოლიმპიურ თამაშებზე მწვრთნელთა და ტექნიკურ მოსამსახურეთა სამუშაოს მონიტორინგი, ასევე საერთაშორისო და ეროვნულ ფედერაციებს შორის, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან თანამშრომლობა.

ფორუმი ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციასთან (ASOIF) და ზამთრის ოლიმპიური სპორტის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციასთან (AIOWF) ერთად, IOC-ის მიერ იყო ორგანიზებული.