ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა იწყება

19 აპრილი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური გვერდის ცნობით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს იწყება.

იაპონიის მოქალაქეებისგან ლატარეაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მოხდება 2019 წლის 9 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ხოლო მისი შედეგები გამოქვეყნდება 20 ივნისს.

სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ ავტორიზირებული გადამყიდველების მეშვეობით, რომლებიც ბილეთების გაყიდვას შეძლებენ 15 ივნისიდან. ამასთან, 2020 წლის გაზაფხულიდან უცხოელებისთვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი გახდება ოფიციალური ვებ-გვერდიდან.