სტოკჰოლმის უარის შემთხვევაში, ფინეთი მზად არის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლაში ჩაებას

19 აპრილი 2019

იმ შემთხვევაში, თუ სტოკჰოლმი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე საკუთარ განაცხადზე უარს იტყვის, ფინეთი მზად არის შვედეთის კანდიდატურა ჩაანაცვლოს. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს ფინეთის სპორტის სამინისტროს დაკვეთით შესრულებული კვლევა.

„2026 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების სტოკჰოლმში ჩატარების შემთხვევაში, ფინეთი საკუთარ კანდიდატურას უახლოეს ხანებში ვერ წამოაყენებს," - განაცხადა ფინეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მიკო სალონენმა.

სტოკჰოლმთან ერთად, 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძვის მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივი იტალიური განაცხადი.