IOC ნოტრ დამის აღსადგენად 500 ათასს გაიღებს

20 აპრილი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მზად არის ხანძრისგან დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 500 ათასი ევრო გამოჰყოს.

„პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის (2024) ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. სრულიად ოლიმპიური მოძრაობა და უშუალოდ IOC შეძრულია ტაძრისა და 2024 წლის ოლიმპიური თამაშების კავშირით," - ნათქვამია IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის მიერ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ტონი ესტანგესადმი მიწერილ წერილში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ დამი 5 წელიწადში აღდგება.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის რესტავრაციისთვის საჭირო ხარჯები საკუთარ თავზე აიღო არაერთმა კერძო პირმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ და კომპანიამ.