პეკინი-2022 უმსხვილეს საინფორმაციო სააგენტოებს შეხვდა

22 აპრილი 2019

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საინფორმაციო მხარდაჭერის საკითხები განიხილეს უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტოების პირველ შეხვედრაზე.

პეკინი-2022-ის ორგანიზატორებმა Associated Press, Reuters, Agence France-Presse, Kyodo News, Getty Images, European Pressphoto Agency, New York Times, USA Today და Xinhua-ს წარმომადგენლებს პეკინში დაგეგმილ ღონისძიებათა საერთო გეგმა გააცნეს. მათ შორის ძირითადი ყურადღება დაეთმო იმ ადგილებს, სივრცეებს და მომსახურების სფეროებს, რომლებიც თამაშებისას ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალისტებისა და ფოტოკორესპონდენტებისთვის.

პეკინი-2022-ის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს ასევე აუხსნეს აკრედიტაციის, ტრანსპორტის, განთავსების, ტექნოლოგიების და სხვა საკითხები.

მასმედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამაშების წარმატებით ჩატარებაში. მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჟურნალისტებს," - განაცხადა პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჩზან ცზიანდუნმა.