ლოზანა-2020 -ის სიახლეები

27 აპრილი 2019

ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამა 2 ახალი დისციპლინით - 3X3 ჰოკეით და სათხილამურო ალპინიზმით გამდიდრდება.  თამაშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უდაოდ ჰოკეისტთა ასპარეზობები იქნება, სადაც მონაწილე ქვეყნების შერეული (გოგონები-ბიჭები) გუნდები ჩამოყალიბდება, მათი ტურნირი კი ნახევარ მოედანზე ჩატარდება.

ამასთან, საინტერესოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ინიციატივა, რომლის მიხედვით შვეიცარიის ფრანგულენოვანი ნაწილის - რომანდიის ტრადიციებისა და ისტორიისადმი პატივისცემის ნიშნად, 2020 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ექნება ერთგვარ სათხილამურო ალპინიზმს. რომანდიის რეგიონის ეროვნული სპორტის სახეობა თამაშებზე წარმოდგენილი იქნება ინდივიდუალური, სპრინტერული რბოლებით და შერეულ ესტაფეტით.

სიახლეა ციგურებით რბენაშიც - აქ ახალგაზრდა ოლიმპიელებს ასპარეზად ექნებათ სენტ მორიცის გაყინული ტბა, რომელიც 1800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ლოზანა-2020-ზე 70 პროცენტით მეტი ათლეტი გამოვა, ვიდრე ეს იყო 2012 წელს ინსბრუკის საინაუგურაციო თამაშებზე. გარდა ამისა, ეს იქნება 100 პროცენტით გენდერულად თანაბარი თამაშები,  რომელშიც 15-დან 18 წლამდე 940 გოგონა და 940 ბიჭი მიიღებს მონაწილეობას.