ლოზანა-2020 და ჟენევის აეროპორტი დამეგობრდნენ

01 მაისი 2019

ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა და ჟენევის აეროპორტმა ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. 2020 წლის 9 იანვრიდან 22 იანვრამდე ჟენევის და, საერთოდ, შვეიცარიის საჰაერო სივრცე 15-დან 18 წლამდე 1880 სპორტსმენის და მათი თანმხლები პირების შეხვედრის ადგილი გახდება.

შეთანხმების თანახმად, ოლიმპიური თამაშების სტუმრებს მოემსახურება საგანგებო ბრენდული ელექტროავტობუსები -„ლოზანა 2020", რომელიც ათასობით მგზავრს გადაიყვანენ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე და თამაშებისას.

ლოზანის მესამე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 9 იანვარს აიღებს სტარტს.