სასკოლო ზეიმი ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამის ფარგლებში

03 მაისი 2019

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს №238-ე სკოლაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,ბაქო 2019", ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ბავშვებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, წარმოდგენილი იყო ეროვნული სამზარეულო და სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთი, მომზადდა სტენდი და სხვა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე, აზერბაიჯანის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენილი საკინა ვალიევა და სხვა სტუმრები.

ელჩის მრჩეველმა გიორგი ბუაჩიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელობას, მოსწავლეებს, აზერბაიჯანის ოლიმპიურ კომიტეტს გაწეული მუშაობისათვის და მხარდაჭერა აღუთქვა შემდგომ საქმიანობაში.