შეხვედრა სეოკ-ში

03 მაისი 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ევროპის დრაკონის ნავების ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო სკერმი და საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა. სტუმრებს უმასპინძლა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი.

შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტის ამ  სახეობის მზარდ პოპულარობაზე და ოლიმპიურ პერსპექტივაზე, საქართველოში  მისი განვითარების პერსპექტივაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.