დამტკიცდა ლოს ანჯელესი-2028-ის ბიუჯეტი

03 მაისი 2019

ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორთა განმარტებით, ახლახანს დამტკიცებული ბიუჯეტი სრულიად შეესაბამება „მოწინავე, ფინანსურად საიმედო და მდგრად" თამაშებს.

6,9-მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც თავდაპირველ 5,3 მილიარდიან ბიუჯეტს აღემატება, საბოლოოა. 2028 წლის თამაშების მასპინძელთა განცხადებით, შესაბამისი ბიუჯეტი საშუალებას იძლევა ქალაქში არსებული სპორტული მოედნების, ობიექტების და ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად გამოყენებას.

2028 წლის თამაშების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ზედმეტი დანახარჯები არ იქნება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ლოს ანჯელესი-2028-ის გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემუშავებულ „დღის წესრიგი 2020"-ის პრინციპებს.

ოლიმპიური სოფლისთვის გამოიყენებენ კალიფორნიის უნივერსიტეტს, მთავარი პრესცენტრისთვის და მედია-სოფლისთვის კი- სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს.

საორგანიზაციო კომიტეტში იმედოვნებენ, რომ 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების წარმატებას გაიმეორებენ, როდესაც ქალაქის მოგებამ 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.