რომში მეორე ევროპული თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

05 მაისი 2019

რომში, Ara Pacis Museum-ის კომპლექსთან მინსკის მეორე ევროპული თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია შედგა.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი, ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი სერგეი კოვალჩუკი, მინსკის ევროპული თამაშების  ფონდის დირექტორი გეორგი კატულინი, ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონები და ბაიკერები.

მინსკის გზაზე ევროპული თამაშების ცეცხლს ბელარუსი მთამსვლელები დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე აიტანენ.

გეგმაშია ცეცხლის სტუმრობა სლოვენიის, ავსტრიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებში.

ბელარუსში ცეცხლის ესტაფეტა დაიწყება 12 მაისს და ქვეყნის ყველა რეგიონს ეწვევა, 17 ივნისს კი მინსკში სახელმწიფო დროშის მოედანზე შეეგებებიან. ესტაფეტის მარშრუტი21 ივნისს თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, „დინამოს" ოლიმპიურ სტადიონზე ფიალაში ცეცხლის აგიზგიზებით დასრულდება.