თომას ბახის განცხადებით, საკრივო ასპარეზობების ორგანიზება რაკეტმშენებლობის ცოდნას არ მოითხოვს

05 მაისი 2019

სიდნეიში ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ჩატარება სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) გარდა, სხვასაც შეუძლია.

 „კრივი მნიშვნელოვანი ოლიმპიური სპორტის სახეობაა. ის უნივერსალურია. გვინდა, რომ კრივი წარმოდგენილ იყოს ოლიმპიურ პროგრამაშიჩვენს წინაშე საკითხი ასე დგას:  ვისი ორგანიზებით მოხდება ყოველივე? იქნება ეს AIBA, თუ ვინმე სხვა? ყველაფერი AIBA- მიმართ მმართველობასთან, ფინანსებთან, მსაჯობასთან დაკავშირებით დაწყებული ჩვენი გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სერიოზულია. სპორტული ღონისძიებების ორგანიზება რაკეტმშენებლობის ცოდნას არ მოითხოვს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ," - განაცხადა თომას ბახმა.

ამგვარად, IOC-ის პრეზიდენტმა AIBA-ს მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი მომავალი გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ასევე მიანიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია AIBA-მ IOC-ის მხრიდან აღიარება დაკარგოს.