ოჯახის ოლიმპიურ ტრადიციებს იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო გააგრძელებს

06 მაისი 2019

იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლა იაპონიის სამეფო ოჯახის ძლიერ ოლიმპიურ ტრადიციებს გააგრძელებს.

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს გახსნის და, ამგვარად, გაიმეორებს იმას, რაც თავის დროზე გააკეთეს მამამისმა აკიჰიტომ და პაპამისმა ჰიროჰიტომ.

ნარუჰიტოს პაპამ - ჰიროჰიტომ ოჯახის ოლიმპიურ ტრადიციებს სათავე დაუდო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნით. ამასთან, ჰიროჰიტო 1972 წლის საპოროს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნით გახდა პირველი მონარქი, რომელმაც ეს ორჯერ გააკეთა.

1998 წლის ნაგანოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნით თავისებური ოლიმპიური ვალდებულება ჩაიბარა ნარუჰიტოს მამამ, აკიჰიტომ. გაისად აკიჰიტოსგან ესტაფეტას ნარუჰიტო ჩაიბარებს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ახალი იმპერატორი ნარუჰიტო ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ტოკიოში გახსნის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიას.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე იაპონიის ახალი იმპერატორის გამოჩენას წლეულს რაგბის მსოფლიო თასზეც  ელიან.