თომას ბახის თქმით, ოლიმპიურმა მოძრაობამ დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს

07 მაისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახმა, რომელიც სიდნეიში ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, ოლიმპიური მოძრაობის დამოუკიდებლობის აუცილებლობის საკითხი განიხილა.

„თუ ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვას ვერ შევძლებთ, მაშინ ოლიმპიური თამაშები პოლიტიზირებული ღონისძება გახდება, რაც დაუშვებელია. ყველასთვის ცნობილი პოლიტკური მოვლენებისას, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლისთვის ბრძოლის საშუალება არ მომეცა. ამ უსიამოვნო ისტორიამ სერიოზული გავლენა იქონია ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე და გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც კენჭი ვიყარე IOC-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე შეეხო 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე ბრისბენის კანდიდატურის პერსპექტივებს. თომას ბახის შეფასებით, ბრისბენის განაცხადი საინტერესოდ გამოიყურება. ყველა საბუთი „დღის წესრიგი 2020"-ის მიხედვით არის შედგენილი და ითვალისწინებს უკვე არსებულ სპორტული ობიექტების გამოყენებას.