თომას ბახმა პაპუა ახალ გვინეაში ახალგაზრდა მოფარიკავეებს მასტერ-კლასი ჩაუტარა

09 მაისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ოკეანეთის ტურში ყოფნისას პაპუა ახალი გვინეის ოლიმპიურ კომიტეტს ესტურმა. IOC-ის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია დედაქალაქ პორტ მორსბის ტაურამას სპორტული ცენტრის ახალგაზრდა ათლეტებს და მათთან ერთად კალათბურთში და ბადმინტონში ვარჯიშებს დაესწრო. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ახალგაზრდა მოფარიკავეებს რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა.

თომას ბახი ფარიკაობაში 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია გუნდურ რაპირაში, მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატების სამივე ხარისხის  მედლები, 2013 წლიდან კი IOC პრეზიდენტია.