პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ზუსტად 1000 დღე რჩება

10 მაისი 2019

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ დღეებზე უკუთვლა დაიწყო. XXIV ზამთრის თამაშებამდე ზუსტად 1000 დღე რჩება.

უკუთვლა პარასკევს ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით 16 საათზე) ოლიმპიურ პარკში 132 მეტრზე აღმართული ლინლუნის კოშკურის შუქდიოდურ ეკრანზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს ეკრანი კოშკურის მეოთხე და მეშვიდე სართულებს შორის არის განთავსებული და ზუსტად 1000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია.

დროის უკუთვლის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდანენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი, პეკინის მერი ჩენ ცზინინი, პეკინი-2022-ის პრეზიდენტი საი ქი, ასევე სპორტსმენები თუ ცნობილი ადამიანები. მათ შორის იყო მსახიობი ჯეკი ჩანიც.

პეკინი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქად აირჩიეს 2015 წლის 31 ივლისს, კუალა ლუმპურში გამართულ IOC-ის სესიაზე.

პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ჩინეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპადა 2008 წელს ჩატარდა.