საქართველოს ძუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ-სლემი სამივე ხარისხის თითო მედლით დაასრულა

12 მაისი 2019

ბაქოს გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით გაემგზავრა და აქედან სამმა მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული მძიმე წონა გამოდგა, სადაც გელა ზაალიშვილმა ჯერ ჰოლანდიელი და აზერბაიჯანელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალსა და ფინალში კი რუსს მეტოქეებსაც გაუმკლავდა და კარიერის პირველი გრანდ-სლემი მოიგო.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო თემურ ნოზაძეც (60 კგ), მაგრამ ფინალში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო. ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

საქართველოს ნაკრებმა სამივე ხარისხის თითო მედლით ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.