4 ოქროს მედალი რიო დე ჟანეიროდან - ქართველი ფალავნების ბრწყინვალე ასპარეზობა პლაჟის ჭიდაობაში

13 მაისი 2019

რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე პლაჟის ჭიდაობაში  საქართველოს ნაკრებმა (მწვრთნელი- ჯემალ კილაძე) 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრება  4  წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველა კატეგორიაში გამარჯვება  ქართველმა ფალავნებმა მოიპოვეს,  ტურნირს ჩემპიონები  გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) . საქართველოს დელეგაციას ბრაზილიაში ქვიშის სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა. ტურნირზე მსაჯად იყო მიწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ზაზა ჯიბლაძე.

ეს იყო სან-დიეგოს (აშშ) ქვიშის მსოფლიო თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი. მსოფლიო სერიის მესამე ტურნირი 9-10 აგვისტოს ოდესაში გაიმართება, მეოთხე ტურნირი - 6-7 სექტემბერს ზაგრებში.

წლის მთავარ შეჯიბრებას - ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით ტარდება, 12-13 ოქტომბერს სან-დიეგო უმასპინძლებს.