მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე პირველ სტუმრებს 15 ივნისიდან ელიან

14 მაისი 2019

მეორე ევროპული თამაშების მონაწილეთათვის განკუთვნილი ათლეტთა სოფლის სამშენებლო სამუშაოები ფინიშის სწორზე გავიდა.

ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ცხრა შენობისგან შედგება და შეუძლია 9800-ზე მეტი ადამიანი მიიღოს. უშუალოდ შეჯიბრების დღეებში  აქ განთავსდებიან ოფიციალური სპორტული დელეგაციები - დაახლოებით 6 ათასამდე ადამიანი.

სპორტსმენთა და მათი თანმხლები პირებისთვის განკუთვნილი სოფელი აეროპორტიდან ნახევარი საათის სავალზეა. ყველა სპორტული არენა იქვეა განთავსებული, ხოლო ყველაზე შორს ტყვიის მსორლელთა სარბიელი მდებარეობს და იქ მისასვლელად 35-40 წუთია საჭირო.

მზად არის სასადილოც, რომელსაც შეუძლია ერთბაშად მოემსახუროს 2 ათასამდე ადამიანს. ასევე ცნობილია, რომ სპორტსმენთა სოფელში დაახლოებით 700 მოხალისე იმუშავებს.

13 მაისიდან კომპლექსის ტერიტორიაზე გარეშე შესვლა შეიზღუდება, 15 ივნისიდან კი აქ პირველ სტუმრებს ელიან.