,, ღამე მუზეუმში"

19 მაისი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით 18 მაისს  მუზეუმის საერთაშორისო დღის (18 მაისი) კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში  მოეწყო ყოველწლიური აქცია ,, ღამე მუზეუმში". ამ აქციამ ტრადიციული ღონისძიების სახე მიიღო და ყოველ წელს მუზეუმის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში აღინიშნება. 

წლევანდელ  ღონისძიებაზე საქართველოს ოლიმპიურ  მუზეუმს  თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები  ესტუმრნენ. მოსწავლეებს მუზეუმში სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორებთან და ოლიმპიური თამაშების მონაწილეებთან ერთად უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები -  დავით გობეჯიშვილი, გელა კეტაშვილი, ოლიმპიურ თამაშების პრიზიორები გურამ კოსტავა და ლუკა კურტანიძე, ოლიმპიელები -  სოფო ახმეტელი, ნინო წიკლაური  და თეონა ბოსტაშვილი.

ვიზიტორებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ  წარმატებებს ,ასევე დიდ ეკრანზე იხილეს თითოეული ოლიმპიური ჩემპიონის ისტორია. თავის მხრივ, ოლიმპიელებმა უპასუხეს მოსწავლეების კითხვებს, გაიხსენეს სპორტული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.