ევროპას რჩეული წლის ახალგაზრდა სპორტსმენი ჰყავს

19 მაისი 2019

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) სემინარზე, რომელსაც ვენამ 18-19 მაისს უმასპინძლა, EOC-ის ვერსიით ზამთრის სახეობათა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი დაასახელეს.

ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია  ეთერ თუთბერიძის 14 წლის შეგირდი, იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონი ფიგურულ ციგურაობაში რუსი ალექსანდრა ტრუსოვა.

პრესტიჟული ჯილდოს - პეტრა ნუროვსკის სახელობის პრემიის პრეტენდენტთა შორის ასევე იყვნენ სარაევოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული შორტ-ტრეკში ატილა ტალაბოში (უნგრეთი) და პეტრა რუსნაკოვა (სლოვაკეთი), სამთო მოთხილამურე მაგდალენა ეგერი (ავსტრია) და სნოუბორდისტი ანიკა სოფი მორგანი (გერმანია).

გამარჯვებულს პეტრა ნუროვსკის სახელობის პრემიის გარდა ფულადი პრემიის სახით გადაეცა 15 ათასი ევრო, რომლის გამოყენების უფლებაც სააგანმანათლებლო მიზნებით შეეძლება.

პრემია დაწესდა 2011 წელს პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პეტრ ნუროვსკის საპატივცემულოდ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის სიახლოვეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.