შეხვედრა რუსთავში

21 მაისი 2019

ქალაქ რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სეოკ-ის  ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით, ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებთან შეხვედრა.

სტუმართა შორის იმყოფებოდნენ  სახელოვანი ოლიმპიელები და სპორტის მოღვაწეები:   სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, დავით გობეჯიშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, შოთა ხაბარელი , გელა კეტაშვილი, ლუკა კურტანიძე, მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, გენო პეტრიაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და თავიანთი   სპორტული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს ჩვენმა სახელოვანმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადასცა რუსთავის დამსახურებულ მწვრთნელებს და სპორტის პედაგოგებს: ნინო გოგინაშვილს, ნანა ციციშვილს,ომარ გუგეშაშვილს, ტარიელ ბლუაშვილს, ოთარ ხმელიძეს და ზურაბ ჩიტრეკაშვილს.

ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს ქალაქისა და ქვემო ქართლის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს  მადლობის სიგელები.

მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო ვიქტორინა სპორტულ თემატიკაზე. ვიქტორინაში  გამარჯვებულებს, საჩუქრად გადაეცათ სეოკ-ის მიერ გამოცემული - საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია ჩემპიონების ავტოგრაფებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  კახა კობერიძე,  რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე გოჩა ლორია,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ გველუკაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას უძღვებოდა ზვიად დოლიძე.