ოლიმპიური ჩემპიონი WADA-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა წარდგენილი

22 მაისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) შორტ-ტრეკში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ჩინელი იან იანი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 

აღმასრულებელმა საბჭომ WADA- ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატი განსაზღვრა. ასეთია იან იანი - 2002 წლის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი," - ლოზანაში მიმდინარე IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომისას განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

WADA-ს საპრეზიდენტო არჩევნებს 2019 წლის ნოემბერში კატოვიცე უმასპინძლებს, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი მისი ვიცე-პრეზიდენტების ვინაობაც გაირკვევა.