ოლიმპიურ მუზეუმს შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

24 მაისი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ ხაშურის  I  საჯარო სკოლის, ოსიაურის საჯარო სკოლის და სურამის II საჯარო სკოლის მოსწავლები, ასევე  სპორტის პედაგოგი დავით კურტანიძე და საინფორმაციო მენეჯერი ქრისტინე ჯელაძე.

მოსწავლეებს მუზეუმში უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა.

ლეგენდარულმა ჩემპიონებმა მოსწავლეებთან გაიხსენეს თავიანთი სპორტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. ისაუბრეს სპორტის როლსა მნიშვნელობაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა მოსწავლეებს უამბო ქართველი ოლიმპიელების წარმატებების შესახებ, გააცნო მუზეუმში განთავსებული ექსპონატები. მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე იხილეს დოკუმენტური ფილმი ,, ერთი ჩემპიონის ისტორია". სტუმრებმა საჩუქრად მიიღეს სეოკ-ის მიერ გამცემული სპორტული წიგნები და ჟურნალი „ოლიმპიელი."