ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების 4 ლიცენზია

24 მაისი 2019

რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე ქვიშის ჭიდაობაში, რომელიც  იყო სან დიეგოს (აშშ) ქვიშის მსოფლიო თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი, საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი ფალავნების წარმატებული ასპარეზობის შედეგად,  ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე 4 ლიცენზიანტი გვეყოლება - ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) .

ამ ინფორმაციის დამადასტურებელი  ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა  ეოკ-ების ასოციაციისგან (ANOC)  მიიღო.  

წლის მიშვნელოვან  შეჯიბრებას - ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების  ასოციაციის ეგიდით ტარდება, 12-13 ოქტომბერს სან დიეგო უმასპინძლებს.