ლოზანა-2020 ეძებს 3 ათას მოხალისეს

29 მაისი 2019

ლოზანის 2020 წლის მესამე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მოხალისეთა პროგრამის დაწყება გამოაცხადა. 23 ივნისს - საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს, თამაშების გახსნამდე 200 დღით ადრე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოხალისეთა რიგებში ჩაწერა.

ლოზანა-2020-ის მასპინძლები 3 ათასი მოხალისის შერჩევას გეგმავენ. მოხალისეთა რეგისტრაცია - მითითებულ მისამართზე (Lausanne 2020) ღიაა ყველასთვის.  

23 ივნისიდან რეგისტრაციის პლატფორმაზე დაინეტერესებულ პირებს შეეძლებათ აირჩიონ შეჯიბრების ჩასატარებელი რვიდან ერთი ან რამდენიმე ადგილი (შვიდი სარბიელი შვეიცარიაშია, ერთი - საფრანგეთში). მოხალისეებს ასევე შესთავაზებენ ოლიმპიურ სოფლებს ლოზანასა და სენტ მორიცში ან გასართობ ობიექტებს ქალქის ცენტრში და Medals Plaza-ს ფლონსა და ლოზანაში.

ლოზანა მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2020 წლის 10-19 იანვარს. მასში მონაწილეობას მიიღებს 15-დან 18 წლამდე ასაკის 1880 სპორტსმენი. \