ქვიშის მსოფლიოს პირველი თამაშების სან დიეგოდან გადატანა გადაწყდა

31 მაისი 2019

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) საინაუგურაციო ქვიშის მსოფლიო თამაშები, რომლისთვისაც 2019 წლის ოქტომბერში სან დიეგოს (აშშ) უნდა ემასპინძლა, სავარაუდოდ, აზიაში ჩატარდება. ირკვევა, რომ კალიფორნიელ მასპინძლებს ღონისძიების ჩასატარებლად საკმარისი სახსრები ვერ მოუზიდავთ.

იძულებით ცვლილების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს ANOC-ში, სადაც მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების შესაძლო მასპინძლებად ამ ეტაპზე აზიის ორი ქალაქის კანდიდატურას განიხილავენ.
„იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები უზრუველყოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და მათი სპორტსმენებისთვის, ANOC-მა გადაწყვიტა ქვიშის მსოფლიო თამაშების გადატანა. თამაშები  2019 წელს ჩატარდება. ამჟამად ANOC-ი  მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე ქალაქთან. ახალი მასპინძელი ქალაქის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება სათანადო დროს,  " - ვიტყობთ ANOC-ის განცხადებიდან.

საინაუგურაციო ქვიშის მსოფლიო თამაშებისთვის 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა კვალიფიკაცია. მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც. კერძოდ, ცოტა ხნის წინ რიო დე ჟანეიროში მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე ქვიშის ჭიდაობაში, რომელიც სწორედ სან დიეგოს ქვიშის მსოფლიო თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი იყო, საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი და ამდენივე ლიცენზია მოიპოვა.