IWF-ის პრეზიდენტის თქმით, დოპინგის წინააღმდეგ და სუფთა ძალოსნობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

02 ივნისი 2019

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) ეროვნულ ფედერაციებს მოუწოდა, არ დაუშვან დოპინგ შემთხვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, IWF-ის აზრით, ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის სპორტის ამ სახეობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება.

„დოპინგის წინააღმდეგ და სუფთა ძალოსნობისთვის ბრძოლა სულაც არ დასრულებულა. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში ძალოსნობის მონაწილეობაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილება მოდუნების უფლებას არ იძლევა. აუცილებელია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ანტისადოპინგო კულტურის შეცვლაზე მუშაობა გაგრძელდეს.

ბოლო წლებში აღმასრულებელმა საბჭომ და IWF-ის ყველა თანამშრომელმა უდიდესი სამუშაო გასწიეს სრულფასოვანი ოლიმპიური სტატუსისკენ მიმავალ გზაზე არსებული წინაღობების გადასალახად და ძალოსნობის რეპუტაციის გასაუმჯობესებლად. IOC ბოლო შანს გვაძლევს. ყველა ეროვნულ ფედერაციას ვთხოვ, მკაცრად მისდიოს IWF-ის ანტისადოპინგო პოლიტიკას," - საერთაშორისო ფედერაციაში შემავალ 193 ეროვნულ ფედერაციას მიმართვას IWF-ის პრეზიდენტი ტამაშ აიანი.

8 მაისს ძალოსნობა ოფიციალურად შეიტანეს 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ეს შესაძლებელი გახდა IWF-სა და ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) შორის სრულფასოვანი შეთანხმების შედეგად.