ტოკიოში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისთვის უნიფორმები წარმოადგინეს

02 ივნისი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას 17 ივნისიდან შეუდგებიან. მეჩირაღდნეობის პატივი დაახლოებით 10 ათას იღბლიანს ერგება.  ასეთი შეიძლება იყოს როგორც იაპონელი, ისე უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის და შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელიც საკუთარ განაცხადს აქ მითითებული ლინკის დახმარებით შეავსებს 

(https://tokyo2020.org/en/special/torch/olympic/torchbearer/).

ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეთა ვინაობა 2019 წლის დეკემბერის შემდეგ გამოვლინდება. ესტაფეტა  26 მარტს აიღებს სტარტს.

მეჩირაღდნეთა უნიფორმები დამშვენებული იქნება იაპონიის ტრადიციული ელემენტებით, ესტაფეტის ოლიმპიური სიმბოლიკებით. აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლას ძალისხმევით, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია, უნიფორმები დამზადებული იქნება ნაწილობრივ გადამუშავებადი მასალებისგან, მათ შორის - გადამუშავებადი პლასტიკური ბოთლებისგან.