არჩილ მალაყმაძემ ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაო მოიპოვა

03 ივნისი 2019

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (73 კგ) ატაცში 142 კილოგრამი დაძლია, რამაც მას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. გარდა ამისა, ქართველმა ძალოსანმა საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. 

მალაყმაძემ აკვრაში 168 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამს მოუყარა თავი, მაგრამ ამ შემთხვევში საპრიზო ადგილს მიღმა დარჩა.