ახალგაზრდა ფალავანთა ევრპული მონაგარი: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო

10 ივნისი 2019

პონტევედრეს (ესპანეთი) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული 86 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც მირიან მაისურაძემ ოქროს მედლამდე გაიკვალა გზა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ქართველმა ფალავანმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე წარმატებით. მაისურაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ მხერ მარკოსიანს 3:2 მოუგო.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შემატეს გოგა მამიაურმა (74 კგ) და ვასილ ხვისტანმა (125 კგ). მამიაურმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელი ნასიბ ისაიევი 10:0 დაამარცხა, ხოლო ხვისტანმა ბელარუსი მიკიტა ჰორჰუნი -  9:5