IOC-ის საკოორდინაციო კომისია მარსელში ჩავიდა

13 ივნისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისია ბელგიელი პიერ-ოლივიე ბეკერს-ვეჟანის ხელმძღვანელობით მარსელს სტუმრობს, სადაც 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში უმასპინძლებენ აფროსნობას და საფეხბურთო მატჩებს.

პარიზი 2024-ის მასპინძლებმა კომისიის წევრებს ერთგვარი საჩვენებელი ასპარეზობებით ურბანული სპორტი გააცნეს, მათ შორის - 3X3 კალათბურთი, ბრეიკდანსი, სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა.

აღსანიშნავია, რომ ბრეიკდანსი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად სწორედ 2024 წელს გამოჩნდება, ხოლო სკეიტბორდინგის, 3X3 კალათბურთის და  სპორტული ცოცვის დებიუტი ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე შედგება.

IOC-ის კომისიის წევრებმა პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა სპონსორულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო ფედერაციებთან ურთიერთობები, სპორტული ობიექტების მოწყობა და, საერთოდ, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესი.