პოლონელი სტუმრები სეოკ-ში

13 ივნისი 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან  სტუმრად იმყოფებოდნენ  პოლონეთის სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტის პრეზიდენტი  ტომაჟ დაუერმენი, პოლონეთის არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტის მთავარი საბჭოს ვიცე-თავჯდომარე რიჟარ ნავრატი, პოლონეთის ფრენბურთის ფედერაციის ლიცენზირებული მენეჯერი, დოქტორი ანდრჟე გრზიბი.

 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის  პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, პარლამენტის სპორტის  და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე, საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ჯამლეტ  ხუხაშვილი, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია.  

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქართულ და პოლონურ სპორტში მიმდინარე პროცესები, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების საკითხები,  საერთაშორისო სპორტში მიმდინარე ტენდენციები. ლერი ხაბელოვმა სტუმრებს მოკლედ გააცნო ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ჩვენი სპორტსმენების სამზადისი მომავალი მნიშვნელოვანი ოლიმპიური  შეჯიბრებებისთვის. თავის მხრივ, პოლონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ გეგმავენ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციასთან, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რათა საქართველოში ჩატარდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები.