მინსკის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

20 ივნისი 2019

20 ივნისს მინსკის ოლიმპიურ სოფელში გაიმართა დროშის აღმართვის ტრადიციული ცერემონია. აღიმართა თამაშებში მონაწილე 50 ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს დროშა. ასევე -  ევროპული თამაშების ოფიციალური დროშა.

დროშის აღმართვის ცერემონიას მოჰყვა საზეიმო კონცერტი. ამის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა გადაინაცვლეს ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელებმა თითო მუხის ხე დარგეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე სპორტსმენები, დელეგაციის წევრები, ოფიციალური პირები, საპატიო სტუმრები.