საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს წარმატება უსურვა

20 ივნისი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის დედაქალაქ მინსკის ოლიმპიურ სოფელში მეორე ევროპულ თამაშებზე საასპარეზოდ მყოფ საქართველოს სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა.

პრეზიდენტთან ერთად ოლიმპიურ სოფელში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია,  სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს პრეზიდენტი 21 ივნისს მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს.