2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად IOC შვედეთის და იტალიის განაცხადებს უჭერს მხარს

21 ივნისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად შვედეთის სტოკჰოლმისა და ორეს და იტალიის მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივ განაცხადებს უჭერს მხარს.

2026 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი გამოვლინდება 24 ივნისის ლოზანის IOC-ის სესიაზე.

„IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვიტა, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად კენჭისყრაზე გაიტანოს ორივე კანდიდატის განაცხადი. ორივე კანდიდატი ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის შესაბამისობაშია. ორივე კანდიდატს აქვს დიდი გამოცდილება ზამთრის სპორტის სახეობებში, ძველი ტრადიციები. ეს ქვეყნები ძლიერები არიან ზამთრის სპორტში," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.