ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშების დევნილთა გუნდში 37 ათლეტი შევა

21 ივნისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, დევნილთა გუნდში, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, 37 სპორტსმენი შევა.

დევნილთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. გუნდი შედგებოდა 10 ათლეტისგან, რომლებმაც იასპარეზეს ცურვაში, ძიუდოში, მარათონში და საშუალო მანძილებზე რბენაში. IOC-ის თანახმად, დევნილთა ახალ გუნდში ასევე შევა ის 10 სპორტსმენი.

დევნილთა გუნდი შედიან ავღანეთის, კამერუნის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ერითრიის, ეთიოპიის, ირანის, სამხრეთ სუდანის, სუდანის და სირიის წარმომადგენლები, რომლებიც იასპარეზებენ მძლეოსნობაში, ბადმინტონში, ძიუდოში, კრივში, კარატეში, ცურვაში, ტაეკვონდოში და ძალოსნობაში.