IOC-მა OECD-თან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

06 ივლისი 2019

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიმართულია ეთიკის, კეთილსინდისიერების და სამართლიანი მმართველობის საკითხებში თანამშრომლობის გამტკიცებისკენ, ასევე სპორტში მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისკენ.

„მაშინ, როდესაც IOC-ის ხედვა სპორტის მეშვეობით უკეთესი სამყაროს მოწყობაა, OECD ცხოვრობის გასაუმჯობესებლად კარგი პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობს. ეს ყოველივე ჩვენი ორგანიზაციების მსგავსებაზე მიუთითებს, რაც ბუნებრივი დამთხვევაა. IOC სურვილია, კორუფციის წინააღმდეგ, სოციალური და ეკონომიკური საკითხებისა და ეკოლოგიური გამოწვევების მოსაგვარებლად აქტიურად გამოიყენოს OECD-ის მდიდარი გამოცდილება," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

OECD-ის გენერალური მდივნის ანხელ გურიას თქმით, მემორანდუმზე ხელმოწერით OECD კორუფციასთან ბრძოლაში კონსულტაციურ მხარდაჭერას გაუწევს ოლიმპიური თამაშების და  სხვა  მულტისპორტული ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტებს.