პირველ ეტაპზე ტოკიო-2020-ის 3,22 მილიონი ბილეთი გაიყიდა

10 ივლისი 2019

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე მასზე დასასწრები 3,22 მილიონი ბილეთია გაყიდული. ირკვევა, რომ ბილეთების ეს რაოდენობა იაპონელების მიერაა შესყიდული.

ბილეთების გაყიდვის შემდგომი ეტაპი დაიწყება შემოდგომაზე.

ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს  2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტოს უმასპინძლებს.