ტოკიოში სანიჩბოსნო სლალომის ოლიმპიური ცენტრი გაიხსნა

17 ივლისი 2019

ტოკიოს რაიონ კასაიში  2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იაპონიაში სანიჩბოსნო სლალომის პირველი ცენტრი გაიხსნა.  დროებითი ტრიბუნები 7 500 მაყურებელზეა გათვლილი და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დემონტაჟი ჩაუტარდება.

არხი საკმაოდ რთულია. ზოგან დინების წინააღმდეგ მოსმაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ის იდეალურია ასპარეზობათა ჩასატარებლად," - განაცხადა ერთადგილიან კანოეში რიოს 2016 წლის  ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა ტაკუია ჰანედამ, რომელსაც პირველს ერგო სლალომისტთა ტრასის გამოცდის პატივი.

სანიჩბოსნო სლალომის ცენტრი ერთ-ერთია  იმ 8 ობიექტს შორის, რომლებლიც საგანგებოდ აიგო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის. ცოტა ხნის წინ ასევე ექსპლოატაციაში შევიდა მშვილდოსანთა სარბიელი იუმენოშიმას პარკში, სანიჩბოსნო არხი, სპორტული ცენტრი „მუსაშინო", სადაც უმასპინძლებენ შეჯიბრებებს ბადმინტონში და ფარიკაობაში.